Friday, July 15, 2016

ტრენინგის ბოლო დღე.დღეს მოვაწყეთ თითოეული მონაწილის პროექტის პრეზენტაცია
  ძალიან საინტერესო იყო  მარიამ წერეთლის პრეზენტაცია: ,,ექვთიმე თაყაიშვილის  ,,ოქროს ფონდი", სადაც განხილული იყო  თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი ღვაწლი საქართველოს მომავლისათვის.
    ნანი ზვერიაშვილმა ისაუბრათემაზე-  " ჯანსაღი კვება", რაც აგრეთვე ძალიან საინტერესო იყო.


   საინტერესო იყო ირინა შეყრილაძის პრეზენტაცია გერმანული დღესასწაულების შესახებ.


     ნინო დილებაშვილის პრეზენტაცია გამოირჩეოდა  შთამბეჭდავი მასალით , რომელიც ეხებოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და  საზოგადოებისათვის უცნობ დეტალებს.


  გურანდა თავაძის პრეზენტაცია ეხებოდა კვებით ჯაჭვს და საინტერესოდ წარმოადგინა მცენარეთა როლი კვებით ჯაჭვში.

     დარეჯან ნამგალაურმა წარმოგვიდგინა პროექტი ,,ვეფხისტყაოსნის'' შესახებ, რას გვასწავლის ეს უკვდავი ნაწარმოები და რას ისწავლიან მოსწავლეები ამ პროექტით.


    მაია ბაწელაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია ქართული მრავალხმიანი მუსიკის შესახებ, თუ რა დანიშნულება აქვს მუსიკას ადამიანის ცხოვრებაში,რაც ძალიან საინტერესოიყო თავის მხრივ.

    ნინო ჩიჯავაძემ წარმოადგინა პროექტი გლობალური დათბობის შესახებ, .
 ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, ამისთვის დიდი მადლობა ქალბატონ მანანს .ვუსურვებ წარმატებას.

Monday, July 11, 2016

დღე მერვე. ვინაიდან დავალება არ გვქონდა შსრულებული ბოლომდე, ვიმუშავეთ დავალების  შესრულებაზე.გავეცანით მეშვიდე მოდულს და  მოსწავლეთა პასილიტაციისთვის შევქმენით კითხვარი.

Friday, July 8, 2016

დღე მეშვიდე. გავეცანით  6-ე მოდულში საკითხებს   გარდნერის  მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ. ავტვირთეთ პორთფოლიო ბლოგზე.

Thursday, July 7, 2016

დღე მეექვსე. დღევანდელ ტრენიგზე გავეცანით  და ვისწავლეთ ბლოგზე პრეზენტაციის ჩაშენება.  შევადგინეთ შეფასების რუბრიკები მიზნებიდან და აქტივობებიდან გამომდინარე.
მეორე დღ. დღევანდელ დღეს   მოვისმინეთ ჯგუფის წევრების პროექტების გეგმა.   აუცილებელია პროექტის დაწერისას გავითვალისწინოთ ბავშვების ინტერესები და აზრები . ჩვენი პროექტები შევუსაბამეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ სტანდარტებს.
შეფასებისას აქცენტს ვაკეთებთ სტანდარტებით გათვალისწინებულ შედეგებზე რომელსაც შევაფასებთ.
აგრეთვე ვისწავლეთ ბუკლეტების შექმნა... მასში ტექსტის დაწერა და სურათების ჩამოტვირთვა.დღევანდელ დღეს გავეცანით 21 საუკუნის უნარ ჩვევებს  ამოვირჩიეთ ჩვენი თემის შესაბამისი პუნქტები და ჩავსვით ჩვენს გეგმაში.

Wednesday, July 6, 2016

მეხუთე დღე. გავუგზავნეთ ერთმანეთს პორთფოლიოს პრეზენტაცია და გავუკეთეთ კომენატრები.  მოსწავლის როლში ჩავდექით და შევქმენით მოსწავლის ნაშრომი .  ჩავსვით მოძიებული მასალის ლინკები და სურათები.
გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას.

Friday, July 1, 2016

მეოთხე დღე: გავეცანით შეფასების 5 მიზანს, მეორე მოდულის მესამე აქტივობიდან. ავარჩიეთ სასურველი მეთოდები და ინსტრუმენტები. მოგვეწონა მინიშნებები , რომლებასაც გამოვიყენებთ შეფასებისას.   მოსწავლეთა საჭიროების შესაფასებლად შევქმენით კითხვები გონებრივი იერიშისათვის.  ავირჩიეთ შეფასების საშუალებები.  ჩამოვწერეთ პროექტისთვის საჭირო კითხვა-პასუხები.drive-ზე გავაკეთეთ  პორთფოლიოს  პრეზენტაცია. ჩამოვწერეთ მიზნებისთვის საჭირო აქტივობები.

Monday, June 20, 2016

დღე პირველი_ტრენინგის პირველ დღეს  გავიცანით ტრენერი,  გავიგეთ ტრენინგის შინაარსი. შევქმენით პორტფოლიო,  გავეცანით Intel® Education Viewer-ს, პირველ მოდულში გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს,პორტფოლიოს ჩეკლისტს, გავიგეთ  როგორ შევინახოთ სხვადასხვა ფაილებში სასურველი  ინფორმაცია ,გავიგეთ, რომ პროექტი   გათვლილია მღალ სააზროვნო უნარ-ჩვევებზე, პროექტის აღწერაში უნდა ჩანდეს პრობლემა და  კავშირი თანამედროვე რეალობასთან.პროექტის დამუშავებისას აუცილებელია  გამოვკვეთოთ პრობლემის გადაჭრის გზები და შევიმუშაოთ რეკომენდაციები.