Friday, July 15, 2016

ტრენინგის ბოლო დღე.დღეს მოვაწყეთ თითოეული მონაწილის პროექტის პრეზენტაცია
  ძალიან საინტერესო იყო  მარიამ წერეთლის პრეზენტაცია: ,,ექვთიმე თაყაიშვილის  ,,ოქროს ფონდი", სადაც განხილული იყო  თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისი ღვაწლი საქართველოს მომავლისათვის.
    ნანი ზვერიაშვილმა ისაუბრათემაზე-  " ჯანსაღი კვება", რაც აგრეთვე ძალიან საინტერესო იყო.


   საინტერესო იყო ირინა შეყრილაძის პრეზენტაცია გერმანული დღესასწაულების შესახებ.


     ნინო დილებაშვილის პრეზენტაცია გამოირჩეოდა  შთამბეჭდავი მასალით , რომელიც ეხებოდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას და  საზოგადოებისათვის უცნობ დეტალებს.


  გურანდა თავაძის პრეზენტაცია ეხებოდა კვებით ჯაჭვს და საინტერესოდ წარმოადგინა მცენარეთა როლი კვებით ჯაჭვში.

     დარეჯან ნამგალაურმა წარმოგვიდგინა პროექტი ,,ვეფხისტყაოსნის'' შესახებ, რას გვასწავლის ეს უკვდავი ნაწარმოები და რას ისწავლიან მოსწავლეები ამ პროექტით.


    მაია ბაწელაშვილმა წარმოადგინა პრეზენტაცია ქართული მრავალხმიანი მუსიკის შესახებ, თუ რა დანიშნულება აქვს მუსიკას ადამიანის ცხოვრებაში,რაც ძალიან საინტერესოიყო თავის მხრივ.

    ნინო ჩიჯავაძემ წარმოადგინა პროექტი გლობალური დათბობის შესახებ, .
 ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, ამისთვის დიდი მადლობა ქალბატონ მანანს .ვუსურვებ წარმატებას.

No comments:

Post a Comment